კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის შესახებ


სატრანსპორტო კომპანია სს „მეტრო ჯორჯია“ სრული პასუხისმგებლობით ეკიდება თქვენი პირადი ინფორმაციის დაცულობასა და კონფიდენციალურობას.


წარმოდგენილი დოკუმენტი მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:


- რა სახის ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენგან, როცა თქვენ სტუმრობთ ჩვენს ვებ-გვერდს ან სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით;


- როგორ ვაგროვებთ და ვიყენებთ ამ ინფორმაციას;


- და როგორ შეიძლება ჩვენთან დაკავშირება, იმ შემთხვევაში, თუ თქვენი უფლებები დაირღვა ან გსურთ თქვენს შესახებ შეგროვებული ინფორმაცია გამოითხოვოთ.


გთხოვთ, ჩვენი ვებ საიტის ან მომსახურებ(ებ)ის სარგებლობამდე გაეცნოთ მოცემულ დოკუმენტს.



ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა თქვენგან შევაგროვოთ


ჩვენ შესაძლოა შევაგროვოთ და დავამუშავოთ შემდეგი ინფორმაცია თქვენს შესახებ:


ა) ინფორმაცია, რომლის მოწოდებაც ხდება თქვენს მიერ, როცა ავსებთ რაიმე ფორმას ჩვენს ვებ-საიტზე ან იმ შემთხვევაში, როცა გვიკავშირდებით და იყენებთ თქვენს საკონტაქტო წყაროებს. აღნიშნული მეთოდით შესაძლოა თქვენგან შეგროვდეს შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა, დაბადების თარიღი. ასევე, გარკვეულ შემთხვევებში დეტალები თქვენი გადახდების მეთოდის, სამუშაო ადგილის ან განათლების შესახებ, ფოტოსურათი. ეს ინფორმაცია შეიძლება მოგვეწოდოს შემდეგ შემთხვევებში:


- როცა, სარგებლობთ საჩივრის ან რეზიუმეს ფორმებით;


- როცა, მონაწილეობას ღებულობთ ჩვენს გამოკითხვებსა და კვლევებში და ეთანხმებით მათში წარმოდგენილ შესაბამის პირობებს;


- როცა, სარგებლობთ ბილეთის ონლაინ შეძენის სისტემით და გვაწვდით, როგორც საკონტაქტო, ასევე თქვენს მიერ განხორციელებული ტრანზაქციის შესახებ ინფორმაციას: თარიღი, მეთოდი, გადახდის რაოდენობა. ჩვენს მიერ არ ხდება შეგროვება ან შენახვა ინფორმაციის თქვენი ბარათის მონაცემების ან განხორციელებული სხვა ფინანსური ტრანზაქციების შესახებ.


ბ) ასევე, თქვენს შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხორციელდება ვებ-გვერდის ქუქიების მეშვეობით. ქუქიები ეს არის ინფორმაციის შემცველი პატარა ზომის ტექსტური ფაილები, რომლებიც ინახება თქვენი კომპიუტერის (ან მობილური ხელსაწყოს) მყარ დისკზე მხოლოდ მაშინ, როცა სტუმრობთ ჩვენს ვებ საიტს. ქუქიები არ წარმოადგენენ საშიშროებას თქვენი კომპიუტერისთვის. ისინი გვეხმარება გავაუმჯობესოთ ჩვენი ვებ საიტის პერფორმანსი ინტერნეტში და გავზარდოთ ჩვენი მომხმარებელთა კმაყოფილება ვებ გვერდის მიმართ. ქუქიების მეშვეობით შეიძლება მივიღოთ შემდეგი ინფორმაცია:


- როდის ესტუმრეთ ჩვენს საიტს და რამდენი ხანი იმყოფებოდით კონკრეტულ გვერდზე;


- რომელი ქვეყნიდან გვესტუმრეთ და რომელ ენოვან გვერდს იყენებდით;


- რა ტიპის ხელსაწყოთი და ბრაუზერით სარგებლობდით;


- როგორ მოგვიძიეთ ინტერნეტში და რომელი წყაროთი შემოდით;


- რამდენი გვერდი დაათვალიერეთ და რამდენჯერ შემოხვედით;


- და ა.შ.


ქუქიების შესაგროვებლად ჩვენი ვებ საიტი იყენებს მესამე პირის ვებ გვერდს - Google Analytics. დეტალურად მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკას და ქუქიების გამოყენების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.


დამატებითი ინფორმაცია ქუქიების შესახებ ხელმსიაწვდომია შემდეგ ვებ გვერდზე:www.aboutcookies.org.



სად ინახება თქვენი პირადი ინფორამცია

სამგზავრო ბილეთების ონლაინ შეძენის სისტემით სარგებლობისას, ფულადი ტრანზაქციები ხორციელდება თიბისი ბანკის შუამავლობით. შესაბამისად, თქვენს მიერ განხორციელებული ტრანზაქციების და ამ პროცესში მითითებული სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება უშუალოდ თიბისი ბანკს. ბანკის გენერალურ ხელშეკრულებას, რომელშიც ასევე მოცემულია მომხმარებელთა კონფიდენციალურობის შესახებ ინფორმაცია, შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.


მეტრო ჯორჯია არ იღებს პასუხიმგებლობას მესამე პირთა მიერ შეგროვებული ინფორმაციის დაცულობაზე, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ჩვენს მიერ შერჩეული მესამე პირის ვებ საიტ(ებ)ი არის უსაფრთხო და გააჩნია(თ) შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა ინფორმაციის დაცულობის სრული გარანტირებისთვის.



როგორ ვიყენებთ თქვენს შესახებ შეგროვებულ ინფორმაცაის


ჩვენს შეიძლება გამოვიყენოთ ინფორმაცია შეგროვებული თქვენს შესახებ შემდეგი მიზნებით:


- იმისათვის, რომ საჭიროების შემთხვევაში შეგატყობინოთ ჩვენს მომსახურებაში შეტანილი ცვლილებების შესახებ;


- იმისათვის, რომ განვახორციელოთ ჩვენს შორის შესაძლო გადახდები და ტრანზაქციები;


- იმისათვის, რომ შევძლოთ ჩვენი მოვალეობების შესრულება გამომდინარე იმ კონტრაქტებიდან, რომელიც შესაძლოა გაფორმდეს თქვენსა და ჩვენს შორის;


- იმისათვის, რომ პერიოდულად მოგაწოდოთ ჩვენი სერვისების, პროდუქტებისა თუ შემოთავაზებების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც შესაძლოა საინტერესო გამოდგეს თვენთვის;


- იმისათვის რომ, გავაუმჯობესოთ ჩვენი ვებ საიტის პერფორმანსი ინტერნეტში;


- იმისათვის, რომ გავუზიაროთ ინფორმაცია საერთაშორისო კომპანია „მეტრო“-ს, რომელთა ოფიციალური წარმომადგენლი საქართველოში გახლავართ ჩვენ.


თუ თქვენ ხართ ჩვენი კლიენტი, რომელმაც უკვე ისარგებლეთ ჩვენი რომელიმე მომსახურებით, საჭიროებისამებრ შესაძლებელია დაგიკავშირდეთ ელ-ფოსტის ან SMS-ის საშუალებით, იმისათვის რომ მოგაწოდოთ ინფორმაცია სხვა მომსახურებების ან პროდუქტების შესახებ.


იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მიიღოთ რაიმე ტიპის შეტყობინება ჩვენი კომპანიისგან, გთხოვთ მოგვწეროთ ამის შესახებ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@geometro.com.



პირადი ინფორმაციის გადაცემა


ჩვენ შესაძლოა გადავცეთ თქვენი ინფორმაცია იმ კომპანიებს, რომლებიც ერთიანდებიან „მეტრო“ ჰოლდინგის ქვეშ.


ჩვენ, ასევე შეიძლება მივაწოდოთ თქვენი ინფორმაცია მესამე პირებს შემდეგ შემთხვევებში:


- იმისათვის, რომ წარმატებით განვახორციელოთ თქვენი გადახდების პროცესი საბანკო ტრანზაქციების დროს;


- იმისათვის, რომ შევძლოთ თქვენს მიერ შემოტანილი საჩივრის განხილვა;


- და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში თუ გვეკისრება ვალდებულება რაიმე ტიპის ინფორმაციის სახელმწიფოსთვის გადაცემაზე, იმისათვის რომ, დავიცვათ კომპანიის ინტერესები, ასევე ჩვენი მგზავრების თუ სხვა პირების უფლებები, მათი საკუთრება და უსაფრთხოება.



თქვენი უფლებები


საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ გაძლევთ უფლებას მოგვმართოთ ჩვენ, იმისათვის რომ შევაჩეროთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენება მარკეტინგული მიზნებისთვის.


ჩვენს ვებ საიტზე შესაძლოა დროგამოშვებით განთავსდეს მესამე პირ(ებ)ის ვებ საიტ(ებ)ის ბმულ(ებ)ი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ, ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი თქვენს მიერ ამ ვებ საიტე(ბ)ისთვის მიწოდებული პირადი ინფორმეციის უსაფრთხოებაზე, დაცულობაზე და მათი გამოყნების მიზნებზე. ამიტომ, გთხოვთ, წინასწარ გაეცნოთ შესაბამისი ვებ საიტ(ებ)ის კონფიდენციალურობის პოლიტიკას, სანამ ისარგებლებდით მათი მომსახურებით ან ვებ საიტით.



Passenger Card-ის შესახებ


სამგზავრო ბარათი - „Passenger Card“-ის მფლობელებს უფლება აქვთ მოითხოვონ პირადი ინფორმაცია მათ შესახებ, რომელიც ინახე ჩვენი კომპანიის მიერ. აღნიშნული მოთხოვნა შესაძლებელია დაკმაყოფილდეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში.



დოკუმენტში შეტანილი ცვილებების შესახებ


ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევიტანოთ საჭირო ცვლილება ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის დოკუმენტში. გარწმუნებთ, რომ ცვლილებების შეტანის შემთხვევაში ინფორმირებული იქნებით შესაბამისი ფორმით ჩვენი ვებ საიტის მეშვეობით.



კონტაქტი

სს მეტრო ჯორჯია

ოდისეი დიმიტრიადის 3(ბათუმი ცენტრალი)

+995 (0) 422 24 22 44

+995 577 15 94 00

info@metrogeorgia.ge